ახალი ამბები მთავარი ციტატა

ვინ ემუქრება ბაჩალიაშვილის ოჯახს – ადვოკატის განმარტება

“გუშინდელი აქციის შემდეგ, პირდაპირ წავიდა ოჯახზე მუქარა. ერთერთი კომენტარია, რომ  “ლეგენდის შეთხვზის ნაცვლად, პრობლემას ჩაუღრმავდით, თუ რა მოხდა რეალურად, რამე ხო არ დააკელით. მეორე შვილიც გყავთ და ჯობია იგივე შეცდომები არ მოხდეს დაშვებული” – პირდაპირ მუქარა წავიდა ოჯახზე. მე ამის თაობაზე გადავეცი გამოძიებას. ამას უწონებს 120 ადამიანი, ბოტია თუ ტროლია, ბოტების და ტროლების უკან დგას გარკვეული ჯგუფი , ეს უკვე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს.”

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან  “ფორმულას” გადაცემა “კომენტარიში” განაცხადა.

ცნობისათვის, დღეს რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, 23 წლის პროგრამისტის კუთ­ვნი­ლ ავ­ტო­მო­ბი­ლს ექ­სპერ­ტი­ზა ჩაუტარდა. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს,  რომ თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....