აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მექსიკაში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 100-მდე ადამიანი

მექსიკაში სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შემთხვევა მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოახაკას რეგიონში მოხდა. მატარებელში 241 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....