აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს ატარებს

ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს ატარებს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ჩინეთის სამხედრო ძალების განცხადებით, სწავლებებში ჩართულია სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარაკეტო ძალები.

ჩინეთში აცხადებენ, რომ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებენ. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილით ტაივანის გარშემო ჩინური თვითმფრინავები და გემები აღმოაჩინეს და სიტუაციის მონიტორინგისთვის საკუთარი ძალები და სარაკეტო სისტემები განალაგეს.

„ჩვენი ძალები მზადყოფნაში არიან ტაივანისა და ჩვენი ხალხის დასაცავად”, – აღნიშნულია ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტაივანელთა უმეტესობას სურს „სტატუს-კვო“, რაც ნიშნავს, რომ მათ არც ჩინეთთან გაერთიანება სურთ და არც დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-მა დაამტკიცა ტაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა.

იტვირთბა....