ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ისა და უკრანის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკებების დაწყებამდე, ზელენსკიმ ტრამპს განუცხადა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, “ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის“.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ასევე ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

იტვირთბა....