თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა, ნეტსან აბჟანდაძე დღეს საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ნეტსან აბჟანდაძე ბავშვის მამის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ამასთან, ცნობილი გახდა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილ ბავშვს წესს საეკლესიო ნორმების სრული დაცვით აუგებენ.
“საპატრიარქომ მიიღო სრულიად სწორი გადაწყვეტილება, განჩინება. რასაც საპატრიარქო ღებულობს, იქ ორი აზრი არ არსებობს… არასრულწლოვანია და შეიძლება ბავშვმა გაუცნობიერებლად მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. წესის აგება მოხდება სამშაბათს” – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა თეოდორე გამეზარდაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.