ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თუ არაფერი დაუშავებია, რატომ ეძებს ადვოკატს?” – ბაჩალიაშილის მამა დეა კაპანაძეს მიმართავს

“ვეხვეწებით, ვეუბნებით, მოვიდეს, დაგველაპარაკოს. სულ რაღაცას იგონებენ, ქალაქში არ არისო და ა.შ. არ მოდის, არ გვეკარება რომ დაგველაპარაკოს. დადის და ადვოკატებს ეძებს. თუ არაფერი დაუშავებია, რატომ ეძებს ადვოკატს. თავიდან ნდობა მქონდა მისი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასე უცნაურად იქცევა, აღარ ვენდობი.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....