ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავის სთხოვა?” – გარდაცვლილი 11 წლის ბებია

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში ხვალ ჩამოვა. ამის შესახებ განცხადებას დაღუპული ბავშვის ბებია აკეთებს. მისი თქმით, ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

“როგორც მითხრეს, ჩემი შვილი ხვალ ჩამოვა. მის შვილს გამოემშვიდობება და ბავშვს სამშაბათს დავკრძალავთ” – განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

ბებიას არ სჯერა, რომ მისმა შვილიშვილმა თავი მოიკლა. მისი განცხადებით, მომხდარში საეჭვო გარემოებებია.ბებია პოლიციამ სამჯერ დაკითხა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

“თვითმკვლელობის არ მჯერა, არანაირად. მას თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა. ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავისთვის სთხოვა?” – ამბობს ბოგვერაძე.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამა მოზარდს და ცოლს ხშირად სცემდა.

 

 

იტვირთბა....