“შერიგების პროცესს მოწინააღმდეეგები ჰყავს თბილისშიც, მოსკოვშიც და სოხუმშიც და ეს ამ დღეებმა გადასარევად აჩვენა. მე ტყუილად არ ვსაუბრობ არძინბასა და ნადარაიაზე, რომლებიც წარმოადგენენ ვეტერანთა ჯგუფს სოხუმში და გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს ჩემს უპრეტენზიო ჩასვლას ილორში და ხატის შეწირვას. ასევე ამ ჯგუფის ზეწოლა იყო სამღვდელოებაზე ილორში. ეს ხატი მოცულობით არის – 2 მეტრი სიგანეში, 2 მეტრი სიმაღლეში. ეს რო არ ყოფილიყო შეთანხმებული და ინფორმაცია ამის თაობაზე არ ჰქონოდა იმავე ილორის სამღვდელოებას, მე როგრო ჩავიტანდი ამ მასშტაბის, ამ მოცულობის ხატს? და ვინ მომცემდა იმის უფლებას, რომ ილორის ტაძრის კარი გაეღოთ და შემებრძანებინათ ხატი.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი.
ოკუპირებული აფხაზეთის მართმადიდებელი ეკლესია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.
შეგახსენებთ, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დარჩნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს. ე.წ. აფხაზეტსი ვიზიტზე ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანამხადაც, ის ილორის ტაძარში ცავიდა, სადაც ხატი წააბრძანა.