ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესია “პარტიოტთა ალიანსის” ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს

ოკუპირებული აფხაზეთის მართმადიდებელი ეკლესია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ”პატრიოტთა ალიანსის” მისიის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“ამ მისიის შესახებ აფხაზეთის მართმადიდებელი ეკლესია საქმის კურსში არ იყო. მიუღებელია მსგავსი ქმედებები მანამ, სანამ ქართული მართმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დარჩნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს. ე.წ. აფხაზეტსი ვიზიტზე ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანამხადაც, ის ილორის ტაძარში ცავიდა, სადაც ხატი წააბრძანა.

 

იტვირთბა....