ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“უკომენტაროდ, უკომენტაროდ” – რატომ არიან თვითიზოლაციაში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დარჩნენ.  ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” პარტიის ლიდერებს დაუკავშირდა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

“უკომენტაროდ, უკომენტაროდ” – გვითხრა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ლომიამ.

“მთავარი არხის” ცნობით, მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათ შორის საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას. ენგურის ხიდთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი სპეციალურმა მანქანამ მიაცილა. ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ დაინახა.

“მთავარ არხს” “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნას უდასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებმაც ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი, განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერებმა განმუხური უკვე დატოვეს და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

იტვირთბა....