„მართალია ურწმუნო ბრძანდებით, გეტყობათ, მაგრამ ღვთსიმშობელი ყველას დაიცავს და ეს ხატი სასწაულს მოახდენს“ – მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „დღის კურიერის“ ჟურნალისტს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ საუბრობდა. ინაშვილის თქმით, მისი ქვედებები ყველასთვის სიკეთის მომტანი იქნება.
„მე ვმოქმედებ ისე, რომ სიკეთე მოვუტანო ქართველებსაც და აფხაზებსაც. ეს ხატი ნამდვილად მოახდენს სასწაულს და დიდი სიკეთეს მოიტანს. მართალია ურწმუნო ბრძანდებით, გეტყობათ, მაგრამ ღვთსიმშობელი ყველას დაიცავს და ეს ხატი სასწაულს მოახდენს. ვინც ამ დღეებში ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის უნდა დაფიქრდეს თავის ქმედებაზე.
რა სამარცხვინოები ხართ, პატარა ბოკერია ხართ“ – ამ სიტყვებით დაასრულა ირმა ინაშვილმა ეთერი.
ოკუპირებული აფხაზეთის მართმადიდებელი ეკლესია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს.
შეგახსენებთ, დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი დაახლოებით ერთი კვირის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დარჩნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს. ე.წ. აფხაზეტსი ვიზიტზე ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანამხადაც, ის ილორის ტაძარში ცავიდა, სადაც ხატი წააბრძანა.