ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას” – ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსის” კრემლისგან დაფინანსებაზე

“ვფიქრობ, თავად „პატრიოტთა ალიანსი“ პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით. არც უნდა ყოფილიყო საჭირო ელენე ხოშტარიას მიერ შეტანა იმიტომ, რომ პროკურატურა რომ პროკურატურის ადგილზე იყოს, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ გამოძიება.”

ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი

რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით,  კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისთვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” კრემლისგან დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

იტვირთბა....