ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” კრემლისგან დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

“ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, უცხო ქვეყნიდან ფინანსური რესურსის მიღება სისხლის სამართალის დანაშაიულია.

“ყველაფერი, რაც ამ ანგარიშში წერია, მათ შორის, დოკუმენტაცია ფინანსური კავშირების შესახებ, რაც თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულია – უცხო ქვეყნიდან ფინანსური რესურსის მიღება.

მეორე, იქ არის ლაპარაკი მათი მხრიდან კამპანიის მართვაზე, ინსტრუქციებს იღებდნენ, პირდაპირ ციტატებია მოყვანილი. ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, გაგზავნილია აქედან 15 ადამიანის დოსიე, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. პროკურატურამ ამ ფაქტზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, თუ რა დანაშაულებთან გვაქვს საქმე”, – ამბობს ხოშტარია.

ცნობისთვის, რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით,  კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

იტვირთბა....