aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გოგოებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ქალაქის პროკურორი მედეა ცირამუა” – გვარამია ლასო აბუთიძის მკვლელობის საქმეზე

“გოგოებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ქალაქის პროკურორი მედეა ცირამუა. ქვემოთ ვიდეოში რომ ბრძნადმეტყველებს, თვითონ კი პატრულის გამოძახების ნაცვლად, ქუჩის გარჩევას ამჯობინებს, რაც ოქროს ბიჭის, ლასო აბუთიძის მკვლელობით სრულდება.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება გვარამიამ სოციალურ ქსელში ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა.

როგორც ის აცხადებს, გოგოებს, რომლებმაც ლასო აბუთიძეს დაურეკეს, პოლიციაში რომ დაერეკათ “არც გარდაცვლილი გვეყოლებოდა ახლა და არც მკვლელი.”

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად,  გაგუდვით მოკლეს ლ.ა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

იტვირთბა....