aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზარი რომ სწორი მიმართულებით წასულიყო, არც გარდაცვლილი გვეყოლებოდა ახლა და არც მკვლელი!!!” – გვარამია რაჭაში მოკლულ ბიჭზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, ლასო აბუთიძის საქმეს ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, გოგოებს, რომლებმაც ლასო აბუთიძეს დაურეკეს, პოლიციაში რომ დაერეკათ “არც გარდაცვლილი გვეყოლებოდა ახლა და არც მკვლელი.”

“მე ძალიან მაინტერესებს, ახალგაზრდა, უკარგესი, მშრომელი და წესიერი რაჭველი ბიჭი, ჩემ გვერდით სოფლიდან, ჭელიაღელედან, რომ მოკლეს. აი ის გოგოები, თუ ვინმე ავიწროვებდათ, პოლიციაში დარეკვის ნაცვლად აგარაში (გვერდით სოფელია) რომ აიყვანეს ეს ბიჭი, რა, კოტეჯის ქირაობა მდგუმრის დაცვასაც ნიშნავს?! ორი მთვრალი ნაბიჭვარი რომ დაახვედრეს იქ, იმის დაშვება, რაც მოხდა, შეუძლებელი იყო? რა საქციელია ეს, ან რა ასაკის იყვნენ, და თუ აცნობიერებენ საერთოდ, რა ქნეს?!
რა და, მათი ზარი რომ სწორი მიმართულებით წასულიყო, არც გარდაცვლილი გვეყოლებოდა ახლა და არც მკვლელი!!!” – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად,  გაგუდვით მოკლეს ლ.ა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

იტვირთბა....