შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თბილისის აეროპორტის შენობაში მოხდა. მცირე ზომის ქვეწარმავალი ერთ-ერთი ფლიგელის კედელში შეძვრა, რის გამოც ადგილზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახეს. ინფორმაციას და ვიდეოს სააგენტო “პრაიმთაიმი” ავრცელებს.
საბოლოოდ, გველი დაიჭირეს და სპეციალური კონტეინერით გადაიყვანეს.