“საერთოდ, წარმოდგენა აქვთ გამოძიებაზე? მე რა ჩიხში უნდა შევიყვანო გამოძიება, როდესაც მათ თავისი მიმართულება აქვთ. ახლა ყველა ცდილობს, რომ არ გამოვიდნენ მკვლელები და შემდეგ ნიკოლაძეს დააბრალონ. მე ადვოკატიც არ ვარ ფუნქციით ამ საქმეში, უბრალოდ, ვახმოვანებ დედის და მამის პოზიციას.”
მირიან ნიკოლაძე – დაღუპული გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული, ნიკა რევაზიშვილის დედა აცხადებს, რომ შაქარაშვილი მოკლა იმან ვინც გააყალბა ეს საქმე თავიდან ბოლომდე და მისი თქმით, ეს არის მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობითაც მიმართავს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.