ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შაქარაშვილი მოკლა იმან ვინც გააყალბა ეს საქმე თავიდან ბოლომდე და ეს არის მირიან ნიკოლაძე” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა რევაზიშვილის დედა

“საზოგადოება მთხოვს მაშინ თქვით ვინ მოკლა? მე გეკითხებით, მოკლა იმან ვინც გააყალბა ეს საქმე თავიდან ბოლომდე. ვინც ხელს აფარებს ადამიანებს, თუ შესაძლებელია ასეთი არსებობდეს მკვლელი, ვინც ბავშვის მკვლელებს ხელს აფარებს, მან მოკლა. მას ერთი სახელი და გვარი აქვს შემთვის და ეს არის, მირიან ნიკოლაძე. ჰკითხეთ მას და მოგიყვებათ, საიდან დაიწყო საქმის გაყალბება, როგორ დაიწყო, რა პოლოიტიკურ ქულებს იწერს და ვის ატყუებს და რატომ ატყუებს.”

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, ნიკა რევაზიშვილის დედა

ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობითაც მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი  სასამართლომ პატიმრობა დატოვა.  საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....