19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართება. მოსამართლე დღეს 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
დაკავებულების ადვოკატები მოსამართლეს გირაოს სახით პატიმრობის შეცვლის შუადგომლობას დააყენებენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ წინასაპატიმრო პერიოდში ბრალდებულების საპატიმროში ყოფნა არანაირ ვალდებულებას არ ექვემდებარება.
ცნობისთვის, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.