“ამ ადამიანს ვუთანაგრძნობ, რომ ამ სამქეში მონაწილეობა სტრესულ მდგომარეობაში უწევს. თუ მის ჩვენებებს გადავხედავთ, არცერთში მახსენდება მსგავსი რამ და მეხუთე ჩვენებაში ფაქტია, ეს ადამიანი თავისი ნებით აღარ მოქმედებს. ეს ადამიანი პროკურატურის მხრიდან წნეხშია. მეხუთე ჩვენება ვერ იქნება ამირხანაშვილის მიერ შედგენილი ჩვენება. იცით რა გამოდის, ყველაფერს რომ თავი დანავენოთ, თუ საუბრობენ შაქარაშვილზე მგზავრები, ამირხანაშვილი ხომ მეგობარია, რატომ არ უთხრა მისი ოჯახის წევრებს, რომ მოეძებნათ ის და მისთვის მიეხედათ. ეს მეტყველებს, რომ პროკურატურა ამ ადამიანის ფსიქოლოგიას იყენებს, როდესაც ადამიანი არასტაბილური და მარტივად სამართავია და ფაქტია ამირხანაშვილი მარტივად სამართავია. ამაზე მისი რადიკალურად განსხვავებული ოთხი ჩვეება მეტყველებს, ამ ადამიანის მოქმედებები დამაჯერებელი არაა და სასამართლო ვერცერთ ჩვენებას გამოიყენებს.”
ალექსანდრე კობაიძე – არცილ გგანიძის ადვოკატი
“დღის ამბები”
კობაიძის თქმით, ბრალდების მხარემ ეს ყველაფერი დაგეგმა და გურამ ამირხანაშვილზე ააგო არსებული მკვლელობის ვერსია.
ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქროს მოწმე „ტოიოტა კამრიში“ გამართულ საუბარს დეტალურად იხსენებს.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.