მთავარი ციტატა

“ბოლო ექსპერიმენტი ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა”- დაკავებული მორაგბის ადვოკატი

“ჩვენ ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების დადგენილებაში არის სიცრუე. მე-6 ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.”

ალექსანდრე კობაიძე –  გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერიმენტი ჩაატარეს. ადგილზე ჩატარდა ექსპერიმენტი, მათ შორის, დროის, რელიეფისა და ხილვადობის გათვალისწინებით. საგამოძიებო ექსერტიზის საფუძველზე ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გამოეხუმაურა შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძეც. 

იტვირთბა....