ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატების თქმით, არაგვის ხიდთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იაკობ ბრეგვაძე იტყუება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ადგილზე ჩატარდა ექსპერიმენტი, მათ შორის, დროის, რელიეფისა და ხილვადობის გათვალისწინებით.ხოლო, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც საქმეში არ ფიგურირებენ.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესს თვალყურს მედია ადევნებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება. პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.

იტვირთბა....