ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ადვოკატების საგამოძიებო ექსპერიმენტით უპირობოდ დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძეს შეეძლო დაენახა მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა” – ნიკოლაძე

“რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა-ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა. თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.”

მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი შაქრაშვილის ბიძა

მირიან ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც გუშინ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულების ადვოკატებმა საგამოძიები ექსპერიმენტი ჩაატარეს.

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....