“იაკობ ბრეგვაძეს არ ამოუცვნია არცერთი პირი. ის ამბობს, რომ ერთ-ერთს ეცვა თეთრი პერანგი და მან ივარაუდა, რომ ის იქნებოდა მისი თანმხლები პირი ახვლედიანი. ხოლო, იდენტიფიცირების კუთხით მას ჩვენება არ მიუცია და ამოცნობაც არ ჩატარებულა. ვერ შევაფასებ, ეს ექპერიმენტი რამდენად უვარგისი იქნება არ იქნება, მე ვიცი ერთადერთი, რა დაინახა ბრეგვაძემ და აღნიშნული გამოძიებას მიუთითა. ამ საგამოძიებო ექსპერიმენტში უბდოდათ გაებათილებინათ მითითებული ფაქტები, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ სადაც იაკობი იდგა, სრულიად შესაძლებელი იყო, დაენახა ადამიანი, რომელიც გარბოდნენ ხიდის მეორე მხარეს.”
ირმა ჭკადუა – გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი
“დღის ამბები”
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერიმენტი ჩაატარეს. ადგილზე ჩატარდა ექსპერიმენტი, მათ შორის, დროის, რელიეფისა და ხილვადობის გათვალისწინებით. საგამოძიებო ექსერტიზის საფუძველზე ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გამოეხუმაურა შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძეც.