ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მტკვარში კაცი და ქალი უპოვიათ, ახლა გავიცნობთ მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, შავოსან მშობლებს, ბევრ ტკბილ მოგონებას შესაბამისი მუსიკით” – თამარ მოსაიაშვილი

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში მტკვარში ნაპოვნი ორი ახალგაზრდის გარდაცვალებას ეხმიანება:

“მტკვარში კაცი და ქალი უპოვიათ, ეძებდნენ რამდენიმე დღე. ხოდა, ახლა დაიწყება ახალი საპნის ოპერა, რომელსაც ეყოლება გმირები და ანტიგმირები. გავიცნობთ მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. მათ პირად ცხოვრებას დეტალებში, გავიგებთ რა აკავშირებდათ ერთმანეთთან, როგორ უყურებდნენ ამ კავშირს, რას მალავდნენ და რას არა, ვინ იყვნენ მათი მოკეთეები და ვინ მტრები. შავოსან მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებსა და სხვა მოკეთეებს. ბევრ გოდებას, ბევრ ტკბილ მოგონებას შესაბამისი კადრით, მუსიკითა და ხმის ინტონაციით.

და, ადამიანის სიცოცხლეს დაედო საპნის ოპერის ფასი, ყიდიან მას და ჩვენ ვყიდულობთ!” – წერს მოსიაშვილი.

ცნობისთვის, ბარ “ბაუჰაუსიდან” გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, მტკვარში იპოვეს.

იტვირთბა....