ამერიკაში 14 წლის აჰმედ მუჰამედი ხელნაკეთი საათის გამო დააპატიმრეს. მასწავლებელს, რომელსაც აჰმედმა საათი აჩვენა, ნაკეთობა ბომბი ეგონა და უსაფრთხოების მიზნით პოლიციას გამოუძახა.
მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან მალე, ბიჭი თეთრ სახლში დაპატიჟეს. სოციალური ქსელების მეშვეობით კი მოსწავლეს ჰილარი კლინტონი და მარკ ცუკერბერგი გამოეხმაურნენ.
ამჟამად აჰმედის გულშემატკივართა რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია. მომხდარის შემდეგ ბიჭუნა არაერთ ცნობილ ადამიანს შეხვდა, რომლებიც მას ამხნევებენ და მხარს უჭერენ, გააგრძელოს სწავლა და საინტერესო ცხოვრება.
მუჰამედი გუგლის-ის ერთ-ერთ დამაარსებელსაც შეხვდა რომელმაც ბიჭს კომპანიაში დასაქმებას შეპირდა
ნიუ-იორკის მერმა ბილ დემ ბლასიომ კი 28 სექტემბერს “აჰმედის დღე” დააწესა.