„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ.“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ “თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის ახლა”, შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას.
ამ ეტაპზე ე.წ “წითელი ზონაა” სვანეთია. მესტიაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, სვანეთში სულ 18 პირია ინფიცირებული, რის გამოც გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული.