„თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს ჩვენ არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს ჩვენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სკოლებში, კოვიდიდან თავისუფალში მიიღონ განათლება.”
ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.