ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს არის ბოდვა… ფსიქიკურად შეამოწმონ, არ ვიცი მოგზავნილია თუ პიარი უნდა” – “ზეგ”-ი ბაჩალიაშვილის მეგობარს პასუხობს

თამარ ბაჩალეიშვილის საქმეში, ახლახანს გამოჩენილი პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალის შეყვარებული იყო, კომპანია “ზეგ”-ს ბრალდებებს უყენებს. იგი ამბობს, რომ  „ზეგ“-ის საქმიანობა არ არის მისაღები ქართული მენტალიტეტისთვის. ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს კომპანიის იურისტი ქეთევან მირიანაშვილი პასუხობს. მისი თქმით, ეს ადამიანი ბოდავს და “ზეგ”-ი არაფერს ისეთს არ აკეთებს, რაც მენტალობაში არ ჯდება. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს” განუცხადა. 

„ეს ადამიანი ლაპარაკობს და ვერ ვგებულობ რას საუბრობს, ეს არის ბოდვა და კომპანია ამ ბოდვაზე განცხადების გაკეთებას არ აპირებს. არაფერს ცუდს და ისეთს კომპანია არ აკეთებს, რაც მენტალობაში არ ჯდება ან კანონსაწინააღმდეგოა.

საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, ჩვენ არ ვიცით და გამოძიება უნდა დაინტერესდეს და ალბათ, მისი ჯანმთელობის მდგომარეობაც გასარკვევი იქნება. არ ვიცი მოგზავნილია, თუ უბრალოდ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა. რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ და იპოვა ამ ადამიანმა ეს ნიშა. მე ეჭვი მეპარება ეს თამარის მეგობარი იყოს.

მინიშნებებით ნუ ლაპარაკობს და ილაპარაკოს პირდაპირ, მართლა არ ვიცი რას ემსახურება. ეს ადამიანი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს, მაგრამ რა მიზნით და რა მოტივით ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ფსიქიკურად შეამოწმონ და მიხვდნენ მოტივიც და მიზანიც, არ ვიცი მოგზავნილია თუ პიარი უნდა, მაგრამ უნდა დადგინდეს ყველაფერი. რასაც ეს ადამიანი ბოდავს ზოგადად საქმიანობის მიზნით ჩვენ დღე და ღამე ვიკითხებოდით,გამოძიებამ ყველაფერი იცის დეტალურად და ყველაფერი წაღებული აქვთ“ – აცხადებს ქეთევან მირიანაშვილი.

ცნობისათვის, ბაჩანა ლობჟანიძემ თქვა, რომ ეჭვი აქვს, თუ რატომ წამოვიდა თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიიდან.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....