ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეჭვი მაქვს თუ რატომ წამოვიდა თამარი კომპანიიდან” – ბაჩანა ლობჟანიძე

“როგორც ირკვევა, კომპანია “ZAG”- ი მუშაობს სამ საქმიანობაზე, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ნანოტექნოლოგიები და ასევე ისეთი საქმე რომელიც კანონით აკრძალული არ არის. მე შემიძლია დადასტურება იმის, რომ არც თამარი და არც მისი თანამშრომლები იქ არ მუშაობდნენ ხელოვნურ ინტელექტზე და არც ნანოტექნოლოგიებზე. ბევრი გარემოება იკვეთება “ZAG”-ის მხრიდან. მე ეჭვი მაქვს, რატომ წამოვიდა თამარი კომპანიიდან, მისთვის იმ კომპანიაში მუშაობა იყო რუტინა. რაიმე სახის პრობლემა რომ შემემჩნია რეაგირება მექნებოდა.”

ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.