ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვიღაცაა ციდან მოფრენილი” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა ბაჩანა ლობჟანიძეზე

“ვიღაცაა ციდან მოფრენილი. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში. მას ვუთხარი, რომ ფედერალურ ბიუროს ვენდობი, ის კი აცხადებდა , რომ მათ ჩართვას საქმეში აზრი არ ჰქონდა.”

თეონა თამაზაშვილი – ბაჩალიაშვილის დედა

ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....