ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დამატებითი კამერების ჩანაწერები გამოჩნდა, მათ ამოღებას დღეს აპირებენ ” – ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატი და ოჯახი შსს-ში იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ საქმეში ახალი კამერების ჩანაწერები ჩნდება, რომელთაც გამოძიება დღეს ამოიღებს.

„გუშინ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ ეს პასუხები მინდა მივიღო გახარიასგან. მუშაობენ სამსახურის ხაზით. მე განვაცხადე, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა.

დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების აღმოჩენას. საკალმახე „ადმირალთან“ არის რაღაც კამერები და ისინი უნდა დათვალიერდეს“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი, აქამდე უცნობი მარშრუტი იკვეთება.

შეგახსენებთ, ბაჩალიშვილების ოჯახს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს.  ასევე, ბაჩალიაშვილის დედა დახმარებას პროგრამისტებს სთხოვს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

იტვირთბა....