გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს და პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს.
“პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ,
გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები”, – წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.