“ახალი მარშუტი არსებობს, დღეს უნდა წავიდნენ. ეს მარშრუტი ჩემს მიერ იქნა მიწოდებული, რადგან არც ერთ შუამდგომლობაში არ არის ეს კამერები მითითებული, რომ იყოს ამოღებული. უნდა მოხდეს ამოღება და გადამოწმება, ხომ არ იყო ამ ლოკაციაზე”, – ამის შესახებ მედიასთან ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი საუბრობს.
უფლებადამცველის თქმით, არ არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ ახალგაზრდა გოგო ამხელა გზაზე ძალინ გაურკვეველ სიტუაციაში გადაადგილდებოდეს.
“ყველა ვერსია შესაძლებელია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ ახალგაზრდა გოგო ამხელა გზაზე ძალინ გაურკვეველ სიტუაციაში გადაადგილდებოდეს, ასე იცვლიდეს ლოკაციებს. შუამდგომლობები არის ჩემი მხრიდან უამრავი, მათ შორის უამრავ კადრებთან დაკავშირებით, ასევე დრონის კადრებთან დაკავშირებით. მოთხოვნილია ჩემს მიერ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. დღეს იყო დაპირება, ბოლო შეთანხმება, რომ არანაირად არ უნდა მოხდეს მხოლოდ სიტყვებით ჰაერში დაპირებები და ცრუ ქმედებების განხორციელება, უნდა იყოს რეალური ქმედებები”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, ბაჩალიშვილების ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასევე, ბაჩალიაშვილის დედა დახმარებას პროგრამისტებს სთხოვს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.