“ჩემი იდეაფიქსი არის გახარიასთან შეხვედრა, თვალებში ჩახედვა და პირადად მოსმენა, რომ საქმე უნდა იყოს გამოძიებული”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტა ხნის წინ თამას ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას აინტერესებს, რამდენად შეასრულებს თავის სიტყვას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
“რამდენად შემპირდება და რამდენად შეასრულებს თავის სიტყვას, ეს მაინტერესებს”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ასევე, ბაჩალიაშვილის დედა დახმარებას პროგრამისტებს სთხოვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 23 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმე ქვეყნის ტრაგედიაა და გამოძიებამ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.