თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ “პირველი” ავრცელებს.
ტვ “პირველის ინფორმქაციით, დავით ქოიავა წონაში კლების პროდუქტების მოვაჭრე ფირმა “ჰერბალაიფის” კონსულტანტია და სწორედ მან დაურეკა ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილს.
დავით ქოიავამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მან მომსახურების შეთავაზების მიზნით დარეკა და გარდაცვლილის შესახებ არაფერი იცის.
“არ მქონდა სეხება. მე დავუკავშირდი იმიტომ, რომ კონტაქტი არის მისი. ფზ-ზე გწერენ ადამიანები, ზოგს დაკლება უნდა, ზოგს რა უნდა. ვუკავშირდებით და ვთავაზობთ მომსახურებას. მანამდე თვითონ ჰქონდა მინაწერი საიტზე. არ ვიცი, რა უნდოდა მას პირადად, რადგან კონსულტაციამდე არ მივსულვართ,”- აცხადებს ქოიავა.
ამასთან, ცნობილია, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გასახდომი ჩაი შეიძინა.
შეგახსენებთ, 18 ივნისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გაუჩინარდა. ის 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.