ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის ცნობით, თოფაძის შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა

“საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო”, – ამის შესახებ თოფაძეების ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით საქმის გარემოებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო მძიმე. როგორც ვიცი, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა ფილტვის არეში და კისერში. თავდამსხმელზე ინფორმაციას არ ვფლობ.

არც სახელი და გვარი ვიცით. მეორეზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება. მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თუ არა ვინმე, არც ის ვიცი. რა ვითარებაში დაჭრეს და საქმის სხვა გარემოებების შესახებ ამ დროისთვის ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, – განაცხადა ანთაძემ.

ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შეგახსენებთ, თბილისში დაპირისპირებისა და გარჩევის დროს გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – არსებული ცნობით, ლევან თოფაძის გარდა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი . ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.

“ის კაცი ნასვამი იყო, არ ვიცი, ვიღაც მოსწონდა თუ ვიღაც სხვა ქალი ჰყავდა, მე არ ვიცი. არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციელმაც ყველამ იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”, – აცხადებს გოგი თოფაძე მომხდართან დაკავშირებით.

იტვირთბა....