ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში დაპირისპირებისა და გარჩევის დროს გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. არსებული ცნობით, ლევან თოფაძის გარდა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია უტარდება.  “მთავარის” ინფორმაციით, ლევან თოფაძე ზურა ჟვანიას შვილმა დაჭრა.

დაჭრის ფაქტს სატელეფონო საუბარში ადასტურებს გოგი თოფაძეც და ამბობს, რომ ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

 

იტვირთბა....