თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში ქვეყანას 4.5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის მედია ავრცელებს.
აღნიშნული მაჩვენებელი, გასულ წელთან შედაფრებით 75%-ით არის შემცირებული. 2019 წელს თურქეთში ანალოგიურ პერიოდში 18.07 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა.
წელს, პირველ ნახევარში თურქეთში საქართველოდან ჩასული ტურისტების წილი 7.5%-ია, გერმანელების წილი 9.33%-ია, რუსების – 7.1%, ირანელები – 5%, ხოლო ბულგარელების – 9.35%.