“როგორც ამბობენ, ბექა ოდიშარია “ნაციონალური მოძრაობის” სუფრებს თამადობდა და მაგიდაზე თუ სკამზე ფეხზე ადგომით სვამდა მიშას, ვანოს და ზურას სადღეგრძელოს.”
ოთარ კახიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
“პალიტრანიუსი”
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთა ლიდერმა, გიგი უგულავამაც გააკეთა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენის დროს განაცხადა, რომ “ის სამი თაობით მთაწმინდელია.”
კობახიძის ამ განცხადებას უგულავა შემდეგნაირად პასუხობს: “მე გეუბნებით, როგორც ოთხი თაობის მთაწმინდელი, რა სიბნელეა, ადამიანს რომ სხვა ღირსება არ აქვს?!”