“რაც შეეხება სამი თაობის აბსურდულ დახასიათებას, კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. მერე რა ხოხობი არის მრავალი თაობის. სამი თაობის მთაწმინდელობა რას ნიშნავს ამ შემთხვევაში. მე გეუბნებით, როგორც ოთხი თაობის მთაწმინდელი, მე ოთხი თაობის ვარ. რამეს ცვლის ეს ჩემთან მიმართებაში? მე უფრო ვარ ოთხი თაობის მთაწმინდელი ვიდრე ბექა არის სამი თაობის. მერე რა? შევეჯიბროთ მაგაში? რა სიბნელეა, ადამიანს რომ სხვა ღირსება არ აქვს და სამი თაობის და ბებია ბაბუების ღირსებით ლაპარაკობს ეს არის სწორი?”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ უგულავამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენის დროს განაცხადა, რომ “ის სამი თაობით მთაწმინდელია.”
შეგახსნებეთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” კოჯორში, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.
ყრილობა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა ბიძინა ივანიშვილს გადასცა.