“ერთადერთი კაცი ვიცი, ვინც ადეიშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარი სვამდა. დღეს ეს კაცი იმ 30-ს შორის ერთი იყო – ბექა ოდიშარია. ივანიშვილს ადგილზე სჭირდება ფულიანი მინი-ოლიგარქები, რომელთაც საგადასახადოთი, სუს-ით, პროკურატურით ადვილად დააშანტაჟებ. ამ პრინციპითაა ყველა შერჩეული. ერთადერთი უნდა დააჭირონ, რასაც ივანიშვილი უბრძანებს. ეს ბანდიტების კოჰორტაა.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ უგულავამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენის დროს განაცხადა, რომ “ის სამი თაობით მთაწმინდელია.”
კობახიძის ამ განცხადებას უგულავა შემდეგნაირად პასუხობს: “მე გეუბნებით, როგორც ოთხი თაობის მთაწმინდელი, რა სიბნელეა, ადამიანს რომ სხვა ღირსება არ აქვს?!”
შეგახსნებეთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” კოჯორში, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.
ყრილობა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა ბიძინა ივანიშვილს გადასცა.