ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პროცესები საკმაოდ შორს არის წასული, თუ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება” – ექსპერტი

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, დავით კუხალაშვილის განცხადებით, თუ თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, რთული იქნება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული.

მისივე თქმით, გარკვეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექსპერტიზას ექნება, მათ შორის, იმ კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ამოღებულია.

“თუ აქ არის მკვლელობა განხორციელებული გარკვეული ინექციით, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული. ჯობს, რომ როდესაც დანაშაული ხდება, რაც შეიძლება, ადრე მოხდეს რეაგირება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექსპერტიზას ექნება, მათ შორის, იმ კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ამოღებულია. ამ ორი ექსპერტიზის გადამკვეთი, ჯვარედინი ინფორმაციები საგამოძიებო ჯგუფებს გარკვეულ ამოცანას ამოუხსნის“, – განაცხადა კუხალაშვილმა.

როგორც კუხალაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სამსახურს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, ასეთ პროფესიონალებს სადაზვერვო სამსახურები ამოცანების გადასაჭრელად იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....