ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესაძლებელია, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სამსახურს უკავშირდებოდეს, ასეთ პროფესიონალებს სადაზვერვო სამსახურები ამოცანების გადასაჭრელად იყენებენ” – ექსპერტი

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, დავით კუხალაშვილი, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ შესაძლებელია, ყველაფერი ის, რაც მოხდა უკავშირდებოდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას.

მისი თქმით, ასეთი ტიპის პროფესიონალები უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოიყენება კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად

„ეს არის მიმართულება, რომელზეც თანამედროვე სადაზვერვო სამსახურები აქტიურად მუშაობენ. ამ წუთში არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს გოგონა მუშაობდა სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლად. უბრალოდ, შეკვეთების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია მას გარკვეული დავალება მისცეს, შეასრულა ეს დავალება და შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს დავალება გარკვეულწილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მეორე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მას მისცეს გარკვეული დავალება, მან აღიქვა რომ ეს დანაშაულს უკავშირდებოდა, უარი თქვა ამის შესრულებაზე, აქედან შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა. ორივე ვერსიას აქვს არსებობის საშუალება. ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ვფიქრობ, რომ სამსახურებრივი მიმართულებით მთლად კარგი სიტუაცია არ უნდა იყოს.

სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაში აშკარა მოქმედებები ნაკლებად არის და შენიღბვის მაღალი დონეა გამოყენებული. შესაძლებელია ეს გოგონა და კომპანია ძალიან დაბალი დონის იერარქიას წარმოადგენდეს და რეალურად ეს ერთ-ერთი პატარა სეგმენტი იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდება კიბერშეტევები საქართველოში და უამრავი ინფორმაციის მიტაცება ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ კარზე გვაქვს არჩევნებიც. შესაძლებელია, ამ მიმართულებითაც საინტერესო მომენტები იყოს, რადგან პერსონალურ მონაცემთა ფლობა არჩევნებში საკმაოდ კარგ „კოზირს“ აძლევს“ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას“.

ერთ-ერთ ფორუმზე წავაწყდი ინფორმაციას, რომელიც 2018 წელს არის გამოქვეყნებული და მითითებულია ამ კომპანიის სახელწოდება. საუბარია პორნოსაიტებთან დაკავშირებით და არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურებისთვის უყურადღებოდ უნდა დარჩეს. საუბარია გარკვეულ სტატისტიკაზე, რომელიც გაკეთდა მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით – თუ ვინ და რა პროცენტული რაოდენობით მოიხმარდა პორნოსაიტებს.

ვერსიებიდან გამომდინარე გარკვეულწილად ვფიქრობ, მისი გარდაცვალება მაღალი ალბათობით უკავშირდებოდეს მის საქმიანობასაც კი“, – განაცხადა კუხალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....