ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ეს სისულელე რატომ უნდა ეთქვა ჭკვიან და ნორმალურ ადამიანს…” – ლადო ბაჭულაშვილი

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ლადო ბაჭულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, დაღუპული თამარ ბაჩალეიშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალეიშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

“ეს არის ყველაფერი სისულელე და მოგონილი. მე არაფერი მაგდაგვარი არ მითქვამს. ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ეს სისულელე რატომ უნდა ეთქვა ჭკვიან და ნორმალურ ადამიანს, რომ თქვენი შვილი “შარშია”. კონტაქტი მე გარდაცვლილის დედასთანაც მქონდა და ყველასთანაც, იმიტომ რომ ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა.

კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგან ის გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო. ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი, და ასევე, მქონდა სატელეფონო კავშირი მქონდა, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, იყო თუ არა ოდესმე იქ ნამყოფი და ა.შ. ის, რომ შარშია, ასეთი რამ ჩემგან არ თქმულა, როგორ ვეტყოდი ასეთ რამეს, როდესაც კომპიუტერთან შეხება საერთოდ არ მქონდა. აქციის დღე მე მაგ კაცთან საერთოდ არ მქონია შეხება. შეიძლებ სატელეფონო მქონდა დილას მაგრამ საღამოს მე არ მქონია“, – განაცხადა ლადო ბაჭულაშვილმა.

ცნობისთვის, ლადო ბაჭულაშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხეს.

ასევე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....