მთავარი ციტატა

“შვილო, რა გჭირს… არ მეუბნებოდა – ეს მე მკლავს დღემდე” – ბაჩალიაშვილის მამა

“ყველა ოჯახს ელოდება, მაგრამ დამთავრდეს ეს ტრაგედია, დანარჩენი ცხოვრება უნდა გავწამდე მე. გამორიცხულია თვითმკვლელობა, ნაღვლიანს რომ ვხედავდი, გული მიკვდება, არაფერს მეუბნებოდა 4 თვეა, ცოტა მეტი. შვილო, რა გჭირს, არ მეუბნებოდა – ეს მე მკლავს დღემდე. მოკალი ადამიანი და არ გამოძიო, სად არის ესე… ეს არის უღმერთობა”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის მამა

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

გარდაცვლილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

იტვირთბა....