ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

“პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე” – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე – ის მზადაა, მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის. გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან – ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია“, – განაცხადა რუბიომ.

შეგახსენებთ, ტრამპმა ზელენსკიზე თქვა, რომ უკრაინას ეს ომი არასდროს უნდა დაეწყო და რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იყო.

ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ზელენსკის რეიტინგი უკრაინაში 4%-ია.

ამასთან, ზელენსკის ტრამპზე თქვა, რომ საუდის არაბეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ რუსეთის იზოლაციიდან გამოყვანას შეუწყო ხელი.

იტვირთბა....