მთავარი ციტატა

“იმდენად ნიჭიერი იყო, შეიძლება შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა ცოდნოდა…” – ბაჩალიაშვილის დედა

“მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა ინგლისურის საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად, ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს. არავინ მაყენებს საქმის კურსში, როგორც ძებნისას… არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე, შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, შეიძლება სხვაგან შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა ცოდნოდა. უკვე აღარ ვენდობი გამოძიებას”

თეონა თამაზაშვილი, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ტელეკომპანია “ფორმულა”

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....