“სიკვდილის ხანდაზმულობაზე რაიმე დასკვნის გამოტანა საათობრივად და დღეების მიხედვით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სიკვდილის ხანდაზმულობა არის 48 საათზე მეტი, თუმცა რამდენი, ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია”
ალექსანდრე გეჯაძე, სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ხელმძღვანელი
TV პირველი, “დღის ამბები”
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 10:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.