ახალი ამბები მთავარი სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილს საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ქრონიკა” ავრცელებს.

როგორც დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განუცხადა, ბაჩალიაშვილის მანქანა რომ იმ ადგილას ყოფილიყო, ოჯახი მას გაუჩინარებიდან მეორე დღესვე იპოვნიდა.

ასევე, გარდაცვლილის ბიძის განცხადებით. ანაბართან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს.

თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....